საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე ,,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსის გამოცხადებისშესახებ“, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია 10 იანვრის 18:00 საათამდე აცხადებს საკონკურსო განაცხადების მიღებას მისამართი ძმ.ზუბალაშვილების 36. ელ.ფოსტა: info@gba.ge; pr@gba.ge;
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად პირის რეგისტრაციისათვის წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) კანდიდატის ერთი ფოტოსურათი;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) უმაღლესი იურიდიული განათლების (მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) სპეციალობით არანაკლებ 10 წლის მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) თუ წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია - დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება, რომ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში;